კახა ნიჟარაძე ჟენევაში ცხოვრობს. მუშაობს, როგორც თავისუფალი მხატვარი. ბათუმში დაიბადა, იქ ისწავლა ხატვა და დღესაც თავისი ქალაქის ფერებზე ფიქრობს.
Your browser doesn’t support HTML5
მოგვიანებით, საქართველოს დატოვების შემდეგ, საფრანგეთში, მცირე ხანს ბელგიაშიც იცხოვრა. მონაწილეობა მიუღია არაერთ გამოფენაში, სხვათა შორის, 2013 წელს ბათუმშიც იხილეს მისი ფერწერა. „უხილავი ფარდის“ წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარში კახა ნიჟარაძე გიამბობთ საფრანგეთის პროვინციულქალაქში, მეცში, სულიერ განცდებზე, ფერმწერის ბედზე დღევანდელ ევროპაში, ჟენევის სიცივეზე და თავიდან კი იმაზე, თუ როგორი ფერები შეეფერება ბათუმს, მის მშობლიურ ქალაქს.