ჯონ მაკკეინი ხურვალეთში
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება.