ახალგაზრდა ილუსტრატორისა და ანიმატორის, ანა ჩუბუნიძის პირველივე ანიმაციური ნამუშევარი წარმატებული გამოდგა: მისმა „ჯიბის კაცმა“ უკვე 11 ჯილდო მოიპოვა ანიმაციური ფილმების სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე, ახლა კი ედგარისა და უსინათლო კაცის მეგობრობის ამბავს საფრანგეთის 200-მდე კინოთეატრში უჩვენებენ მაყურებელს. „ჯიბის კაცის“ ასეთმა წარმატებამ ანას ახალი ანიმაციური ფილმების შექმნისა და „ჯიბის სტუდიის“ გახსნის სურვილიც გაუჩინა.