ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი

10-11 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული მიმართულებით შექმნილი რთული ვითარება განიხილებოდა.