ჯაზის პირველი ფირფიტის ჩაწერიდან 100 წელი გავიდა. გადაცემაში, რომელიც ამ თემას ეძღვნება, მუსიკოსი და სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე საუბრობს ჯაზის ისტორიასა და საქართველოში ჯაზური მუსიკის განვითარებაზე, ასევე საბჭოთა კავშირის პერიოდში ჯაზის აკრძალვაზე. გადაცემის ბოლოს გავა ნიუპორტის ფესტივალზე გადაღებული ბერტ სტერნის დოკუმენტური ფილმი „ჯაზი ზაფხულის დღეს“.