აჭარაში მდებარე სოფელ საციხურის ჯამე, გარდა იმისა, რომ 200 წელზე მეტი ხნისაა, უნიკალურია თავისი ჩუქურთმებით. განსაკუთრებით საყურადღებოა წნულები კარზე. ჯამე კაკლის ხისგანაა ნაგები. მეჩეთი 2006 წლიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ძეგლთა სიაშია შესული. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩუქურთმები, რომლითაც ჯამეს ნაწილებია მოპირკეთებული, ქართული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.