„უხილავი ფარდის“ დღევანდელი სტუმარი იაპონიაში ცხოვრობს, ის კობეს უნივერსიტეტის დოქტორანტია. ჯაბა მესხიშვილი აგრძელებს ციკლს, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები სტუდენტები ან სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წასულები მონაწილეობენ. ჯაბა მესხიშვილის იაპონური შთაბეჭდილებებიც შეიძლება ეწოდოს დღევანდელ გადაცემას, რომელშიც სტუმარი გვიამბობს იაპონურ ენაზე, დიალექტებზე, ქვეყნის ისტორიაზე, რომელზეც ის თავის ნაშრომს წერს და სუმოისტების შერკინებაზეც.
Your browser doesn’t support HTML5