საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მაგრამ, ამავე დროს, მცირდება. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 8 თვის მონაცემები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) ექვს-ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი, შარშანდელთან შედარებით, 12 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 25 პროცენტით მეტი. აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი 6 პროცენტით ნაკლები აღმოჩნდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ განსხვავებას სტატისტიკის სამსახურთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუას განმარტება.
Your browser doesn’t support HTML5