ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი საქართველოში

Your browser doesn’t support HTML5

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა წინანდალში უმასპინძლა მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილსა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრს. კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა წინანდლის ახალაშენებულ ამფითეატრში, რომელიც ათას მსმენელზეა გათვლილი. კლასიკური მუსიკის საღამოთი წინანდლის საკონცერტო დარბაზის გახსნა დასაწყისია ფესტივალისა, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება. დირიჟორი, რომელიც 1971 წლიდან უძღვება ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს და მსოფლიოს არაერთი ორკესტრისთვის უდირიჟორია, პირველად ეწვია საქართველოს.