საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები 14 მარტს გახდა ცნობილი. მოსახლეობის განწყობა კვლევამ ქვეყანაში არსებული ძირითადი სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციების მიხედვით ასახა. IRI-ის გამოკითხვაში, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ჩატარდა, 1500 რესპონდენტი მონაწილეობდა. გავრცელებული ცნობით, კვლევის ცდომილება მხოლო 2,5 პროცენტს შეადგენს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის შედეგებით, საქართველოს ინსტიტუციების მიმართ ნდობის რეიტინგში 95 პროცენტით კვლავაც ეკლესია ლიდერობს. მას 91 პროცენტით მოჰყვება ჯარი, 89 პროცენტით კი პოლიცია. რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებს, პირველ სამეულში არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი - 88 პროცენტით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 84 პროცენტით და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია - 83 პროცენტით. ლიდერთა ხუთეულში მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდნენ. გამოკითხულთა 51 პროცენტი ახალი მთავრობის ჩავარდნას ვერ ასახელებს. პასუხად კითხვაზე, თუ რომელ სფეროებში უნდა გატარდეს პირველ რიგში რეფორმა, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა უმრავლესობა - ამ შემთხვევაში 35 პროცენტი - მიიჩნევს, რომ რეფორმა, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკაში უნდა გატარდეს. 27 პროცენტის აზრით, არჩევანი ჯანდაცვის სექტორზე უნდა შეჩერდეს, 11 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ეს სფერო სასამართლო უნდა იყოს. „სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას თანახმად, არჩევნების შემდგომ გაკეთებულ ანალოგიურ კვლევებთან შდარებით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი ტენდენციები არ შეცვლილა, ანუ ხელისუფლებას აქვს მაღალი ნდობა, თუმცა თვალსაჩინოა პრიორიტეტების შეუსაბამობაც;
”რაც ჩემთვის იყო თვალში მოსახვედრი, არის ის, რომ ის რეფორმები, რაც უკვე დაწყებულია და პრიორიტეტულია ხელისუფლებისთვის, გარკვეულწილად არ ემთხვევა საზოგადოების პრიორიტეტებს, ანუ თუკი, ვთქვათ, ხელისუფლება აცხადებს კონსტიტუციურ, თვითმმართველობის, საარჩევნო რეფორმებს პრიორიტეტად, ხალხი თვლის, რომ უფრო მეტად სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის რეფორმები უნდა განხორციელდეს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რეფორმები, რაზეც ხელისუფლება მუშაობს, ნაკლებად მნიშვნელოვანია”.
ნინო ლომჯარიასთვის საგულისხმო გამოდგა ასევე ის, რომ კვლევის თანახმად, საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერს წინა ხელისუფლების პირობებში მომხდარი დანაშაულებების გამოძიებას და, შესაბამისად, ასევე ძველი ხელისუფლების თანამდებობის პირთა დაკავებებს, თუმცა არ ემხრობა ძალადობრივ ანგარიშსწორებებს. მაგალითად, გამოკითხულთა უმრავლესობა ეროვნული ბიბლიოთეკის წინ 8 თებერვალს მომხდარს უარყოფითად აფასებს. რაც შეეხება ჩინოვნიკთა საქმეებს, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მხარს უჭერს ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტ-ანალიტიკოსი თეონა მატარაძე ფიქრობს, რომ რევანშისტულ განწყობებს საზოგადოებაში სისტემის დადანაშაულება განაპირობებს:
”ანუ, ფაქტობრივად, სისტემურ პასუხისმგებლობას ითხოვენ და ამ შემთხვევაში აღარ აინტერესებთ იქ კონკრეტულად ვინ იყო დამნაშავე. პრინციპში, ეს არის იგივე ზოგადი ფონი საზოგადოების, მედიის მიერ მუდმივად გაშუქება ახალი დანაშაულების და ასე შემდეგ, ანუ ეს რაღაცა, ჩემი აზრით, უფრო დროებითია და, ალბათ, რაღაცა პერიოდში გაივლის იმის მიხედვით, იმავე მოვლენების განვითარება როგორ მოხდება.”
რაც შეეხება პასუხს კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში მასზე გამოკითხულთა 63-მა პროცენტმა გასცა დადებითი პასუხი. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში ინტეგრაციასთან ერთად მხარს უჭერს ასევე რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას. გამოკითხულთა მაჩვენებელი აქ 82 პროცენტს შეადგენს.
ამ ფაქტს რუსეთთან ურთიერთობაში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე შემდეგნაირად გამოეხმაურა:
”80 პროცენტზე მეტი უჭერს ამ პროცესს მხარს - რომ რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდეს და მეტი პოზიტივი შიქმნას ჩვენს ურთიერთობებში, რაც რეალურად ხდება. არის უკვე ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით, აი, ამ სფეროებში - ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, ბიზნესი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. აი, განსაკუთრებით ამ სავაჭრო სფეროში იყო სირთულეები და ნელ-ნელა ეს გვარდება. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს თვეებში ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე უკვე დაბრუნდება“.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის აზრით კი, კვლევა ადეკვატურად ასახავს იმ ტენდენციებს, რომლებიც საქართველოში ნატოსა და რუსეთის მიმართ არსებობს:
”ამ შემთხვევაში სხვადასხვა რამეს ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობა და ნატოსთან ურთიერთობა. მაგალითად, რომ იყოს კითხვა ასე დასმული - მომხრე ხართ თუ არა ნატოში გაწევრიანების და მეორე კითხვა რომ იყოს დასმული, მომხრე ხართ თუ არა რუსეთთან სამხედრო კავშირში შესვლის, აქ უკვე სულ სხვანაირი გვექნებოდა, რა თქმა უნდა, პასუხები. და ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობა არ გულისხმობს რაღაც სამხედრო ალიანსში
გაწევრიანებას რუსეთთან, არამედ, უბრალოდ, გულისხმობს ურთიერთობის ნორმალიზაციას, რომ ჩვენ რუსეთი არ გვყავდეს როგორც მტერი. და, რა თქმა უნდა, საკითხია ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, რომელსაც უმეტესობა ვერ ხედავს რუსეთთან მოგვარების გარეშე”.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკვლევა, რომელიც 1500 რესპონდენტის გამოკითხვის საფუძველზე შეიქმნა, პოლიტიკურ პარტიებს გადაეცათ.

80 პროცენტზე მეტი უჭერს ამ პროცესს მხარს - რომ რუსეთთან ნაბიჯ-ნაბიჯ ურთიერთობები ჩიხიდან გამოვიდეს და მეტი პოზიტივი შიქმნას ჩვენს ურთიერთობებში, რაც რეალურად ხდება...ზურაბ აბაშიძე