ევროპის კავშირმა პირველ დეკემბერს, ბრიუსელში შეხვედრაზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკას დაუწესა და გაუმკაცრა სანქციები, რაც თეირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. 27 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს აგრეთვე ზეწოლა მოახდინონ სირიის რეჟიმზე, ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის გამო, და მას საფინანსო, ასევე ენერგოსფეროში, სანქციები გაუმკაცრონ.
ირანის მიმართ სანქციები შეეხება ამ ქვეყნის კომპანებს, - მათი რიცხვი 180-ს აღწევს,- ასევე კერძო პირებს. ეს დასავლეთის რეაქციაა (მანამდე აშშ-მა და ბრიტანეთმა გაუმკაცრეს სანქციები) ირანის უარზე, შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნა და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო თავის ბირთვულ ობიექტებზე დაუშვას. შეგახსენებთ, რომ ახლახან ამ ორგანიზაციამ გამოუშვა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ირანი შეიძლება ცდილობდეს შექმნას ბირთვული იარაღი. ამას დაერთო ბრიტანეთთან თეირანის ურთიერთობის გართულება მას მერე,რაც ლონდონმა, მკაცრი სანქციების სახით, საბანკო ურთიერთობა გაწყვიტა ირანთან. ამაზე პასუხი ირანის კანონი იყო, რომელიც ლონდონთან დიპლომატიური ურთიერთობის შემცირებას გულიხმობდა, რასაც უკვე ირანში დემონსტრაციები, მათი მონაწილეების მიერ ბრიტანეთის საელჩოსა და კიდევ ერთ დიპლომატიურ ობიექტზე თავდასხმა მოჰყვა. ბრიუსელში პირველ დეკემბერს შეკრებილები ცდილობენ დარტყმა მიაყენონ სანავთობო და გაზის სექტორს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ, როცა მინისტრების შეხვედრაზე სანქციების შესახებ მსჯელობა დასრულდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ევროკავშირი ირანიდან ნავთობის გატანის აკრძალვას, ასევე საფინანსო სფეროში შეზღუდვების დაწესებას აპირებს:
„მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები ირანის 180 ფირმისა და პირის მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან ბირთვულ საქმიანობასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მუშაობას საფრანგეთის პრეზიდენტის იმ წინადადების გარშემო, რომელიც გულისხმობს საფინანსო და სანავთობო სექტორების მიმართ მკაცრ და უპრეცედენტო სანქციებს.“
მაგრამ ჟუპემ ისიც თქვა, რომ საბერძნეთი, რომელიც ევროკავშირის საზრუნავია მისი ვალების გამო, დიდად არის დამოკიდებული ირანის ნავთობზე და სანქციებისგან თავს იკავებს. ჩვენ პარტნიორების სურვილები გავითვალისწინოთ და მათთან ვითანამშრომლოთ, რათა ირანის ნავთობის შემცვლელი სხვა წყაროები გამოვძებნოთო, თქვა ჟუპემ. ირანის ის ფირმები და კერძო პირები, რომლებიც თეირანის ბირთვულ პროგრამასთან არიან დაკავშირებული, ერთ სიაში შედიან. არის დამატებითი სია, რომელშიც 61 ადამიანის გვარი წერია. ისინი უკვე ადამიანის უფლებების დარღვევის სფეროში პასუხისმგებლობის გამო დაისჯებიან.
ბრიუსელში შეხვედრამდე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა მადლიერების გრძნობა გამოხატა ევროკავშირის მიმართ, ირანის სანქციების საქმეში ლონდონის მხარდაჭერისათვის.
სანქციების გაძლიერება, თქვა ჰეიგმა, იქნება ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება, მშვიდობიანი, კანონიერი, ეკონომიკური ზეწოლისა, რაც, კერძოდ, საფინანსო სექტორის იზოლაციას გულისხმობს.
ბრიტანეთს მხარი დაუჭირა ევროკავშირის ეკონომიკურად წამყვანმა წევრმა, გერმანიამ, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერველემ, თქვა, ბერლინი მზად არის მეტი დახმარება გაუწიოს ბრიტანეთს ამ საქმეშიო:
„ჩვენ ბრიტანეთის მთავრობას შევთავაზეთ საკონსულო მხარდაჭერა ირანში მისი მოქალაქეებისთვის. გადავწყვიტეთ გამოგვეწვია თეირანიდან ჩვენი ელჩი კონსულტაციებისთვის. ეს არის სერიოზული სვლა და ვთვლი, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა სოლიდარობის გამოცხადების ფორმა მოძებნა.“
საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელშიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი იღებს მონაწილეობას, სანქციები დაუწესდა სირიას, სადაც მარტში საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან, გაეროს თანახმად, 4000 ადამიანი დაიღუპა. სანქციების მიზანია სირიის საფინანსო და ენერგოსფეროების დასუსტება.