სამხედრო უწყების მაღალჩინოსნების დაპატიმრება საქართველოში ახალი პოლიტიკური სკანდალის თემად იქცა. თუმცა, ხელისუფლება გამორიცხავს რეიტინგული თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მიზანმიმართულ ბრძოლას. მმართველი გუნდი ირონიას უწოდებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 15 ნოემბრისათვის დაგეგმილ მიტინგს, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, რომ საპროტესტო აქცია ბოდიშის მოხდით დაიწყონ. ირაკლი სესიაშვილი ამ და სხვა საკითხებზე უპასუხებს რადიო თავისუფლების შეკითხვებს.
Your browser doesn’t support HTML5