"უხილავი ფარდის" სტუმარი დღეს ნინო ბურდილაძეა, გერმანიის, კიოლნის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის სფეროში დოქტორანტი, რომლის ნაშრომი 2008 წლის ომს ეხება. 2005-07 წლებში ნინო ბურდილაძე სწავლობდა ჰანოვერისა და ჰავრის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე - „ევროპის სამართალი“, მანამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის სტუდენტი იყო. ნამუშევარია ბანკ "რესპუბლიკაში" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თანაშემწის თანამდებობაზე, ადრე, ერთი წლის განმავლობაში, გერმანიის შემნახველი ბანკების საერთაშორისო ფონდის თბილისის წარმომადგენლობაში იმსახურა.საუბარს ნინო ბურდილაძე იწყებს იმით, რომ გვიამბობს, როგორ გადაინაცვლა ინგლისურიდან გერმანულ ენაზე, როგორ მოხვდა ასე გერმანულენოვან აკადემიურ სამყაროში და რატომ.
Your browser doesn’t support HTML5