გიორგი ტაბატაძემ თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო ბაკალავრის და შემდეგ, - მაგისტრის ხარისხი ქანდაკებაში. მშობლიურ აკადემიაში 2006-2007 წლებში იყო პროექტ „ქანდაკების ახალი ფორმების“ ჩარჩოში ასისტენტ-პროფესორი, არის ამსტერდამის ხერიტ რიტველდის სამხატვრო აკადემიის მაგისტრი, იქვე იყო სტუმარი-დოცენტი, ისწავლა ასპირანტურაში. ამსტერდამში მცხოვრები მხატვარი მონაწილეა ბევრი პროექტისა, გამოფენისა ნიდერლანდში, გერმანიაში, ჩინეთში, თბილისში, ავტორია არაერთი ტექსტისა... მასალა, რომელსაც გიორგი ტაბატაძე იყენებს, მას უადვილებს გაიაზროს, „რა დროში ვცხოვრობთ და ამ დროში საკუთარი თავი იპოვოს“. რისთვისაა სხვა მედიის პროდუქტის მასალად აღება საჭირო? ხომ გარე სამყარო ან საკუთარი თავი უნდა იყოს, სხვა მედიის შუამავლობის გარეშე, შემეცნების ობიექტი?- ეკითხება "უხილავი ფარდის" ავტორი, ოქროპირ რუხაძე, გიორგი ტაბატაძეს, რომელმაც საუბრის დასაწყისშივე თქვა, ჩემი საქმიანობა რეალობის გააზრებააო და უარყო, რომ ის, როგორც ხელოვანი, ადამიანებს ეხმარება.
Your browser doesn’t support HTML5