დღეს უხილავ ფარდაში მოუსმენთ ნათია დუნდუას. ირანისტის ბაკალავრის წოდებით აღჭურვილი ნათია მაინის ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში იმყოფება, და მუშაობს ძველი აღთქმის "ტობის წიგნის" ქართული ვერსიების წარმომავლობის დადგენაზე. მან მაგისტრატურა გაიარა "შუა საუკუნეების აღმოსავლური ქრისტიანობის ფილოლოგიის" პროგრამით. ჩაბმულია ქართული ოთხთავის ხელნაწერების ელექტრონული პარალელური კორპუსის შექმნაში. როგორც თვითონ გიამბობთ, ერთნაირად უყვარს სპარსული პოეზიაც და ქართულ ხელნაწერებში ჩაღრმავება, ბრამსიცა და მოჰსენ ნამჯუც. როგორ დაემსგავსა მისი გზა გოეთეს „დასავლურ-აღმოსავლურ დივანს“.
Your browser doesn’t support HTML5