ჩვენი სტუმარია დათი ჩხიკვიშვილი, რომელიც პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის გეოსტრატეგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ეს უნივერსიტეტი სორბონის მემკვიდრეა და საფრანგეთის საუკეთესო უმაღლესი იურიდიული სკოლაა. დათი ჩხიკვიშვილი გვიამბობს, რატომ არჩია ჯერ ეკონომიკის სწავლა და მერე ხელოვნებით გაგრძელება; როგორ შეიყვარა პარიზი, ნამდვილი პარიზული სიტუაცია - „სამ-ოთხნაირი ყველით, სამ-ოთხნაირი ძეხვით, ფრანგული პაშტეტით და რამდენიმე ბოთლი წითელი ღვინით“; ასევე იმაზე, რომ თუ გიყვარს, ალბათ პარიზში ძალიან, ძალიან გიყვარს; იმის შესახებ, რატომ თვლის თავს ბედნიერად.
Your browser doesn’t support HTML5