არასამთავრობო ორგანიზაციები „ქალები საქართველოს რეგიონებში“ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) რეგიონში მცხოვრები მცირე ბიზნესით დაინტერესებული ქალებისათვის ახალ, ერთობლივ პროექტს იწყებენ. პროექტის ძირითადი მიზანი საქართველოს რეგიონებში ქალთა მეწარმეობის განვითარებაა. ორგანიზაციის „ქალები საქართველოს რეგიონებში“ გამგეობის თავმჯდომარე ანა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ ქალებმა უარი უნდა თქვან ლოდინის რეჟიმში ყოფნაზე და თავად მოჰკიდონ საქმეს ხელი, თავად ჩაერთონ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მეწარმეობა არ აღიქმებოდეს მხოლოდ ვაჭრობად და ქალებმა მას შეხედონ როგორც სერიოზულ საქმეს? არიან თუ არა მზად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ქალები ჩაერთონ მცირე ბიზნესში? - ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება ორგანიზაციის „ქალები საქართველოს რეგიონებში“ გამგეობის თავმჯდომარეს ანა ალავერდაშვილს გაესაუბრა.
Your browser doesn’t support HTML5