აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ პოლ რაიანს სწორად მიაჩნია თეთრი სახლის გადაწყვეტილება ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. პოლ რაიანმა ეს მოსაზრება გამოთქვა პრაღაში, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შტაბბინაში 26 მარტს სტუმრობისას ჩაწერილ ინტერვიუში. ჟურნალისტ კარლ შრეკთან საუბრისას კონგრესმენმა ბრიტანეთთან „სოლიდარობის ჟესტი“ უწოდა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება: თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრიტანეთში ჯერ კიდევ გრძელდება გამოძიება (4 მარტს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის) მოწამვლასთან დაკავშირებით, ნაადრევი ხომ არ არის რუსი დიპლომატების გაძევების დაწყება?
ვფიქრობ, რომ მტკიცებულება სავსებით ნათელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ბრიტანელებმა ძალიან მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. ეს არის ის, რაც რუსეთს გაკეთებული აქვს. ეს არის ის, რაც, ჩვენი აზრით, რუსეთმა გააკეთა...
პოლ რაიანი: არა მგონია. ჩემი აზრით, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, გაკეთდა ჩვენი ბრიტანელი მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ფანტასტიკურია, რომ სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც, მათ შორის აქ, ჩეხეთის რესპუბლიკის ჩათვლით, მიბაძეს ამ მაგალითს. და ვფიქრობ, რომ ეს სავსებით ადეკვატური მოქმედება იყო.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება: 1990-იან წლებში იყო ერთი შემთხვევა - რუსეთთან დაკავშირებული მკვლელობა, როცა მეცნიერმა აღიარა, რომ სამხედრო დანიშნულების საწამლავი შავ ბაზარზე გაიყიდა და გამოყენებულ იქნა ბიზნესმენის მოსაკლავად.
პოლ რაიანი: ვფიქრობ, რომ მტკიცებულება სავსებით ნათელია ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ბრიტანელებმა ძალიან მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი პოზიცია. ეს არის ის, რაც რუსეთს გაკეთებული აქვს. ეს არის ის, რაც, ჩვენი აზრით, რუსეთმა გააკეთა. ამის მოთმენა არ შეიძლება! ცივილიზებული ქვეყნები ასეთ რამეს არ აკეთებენ. ჩემი აზრით, სავსებით ადეკვატური რეაქციაა და ის გამოხატავს სოლიდარობას ჩვენი საუცხოო ბრიტანელი მოკავშირეების მიმართ. მიხარია, რომ სხვა ევროპული ქვეყნებიც შემოგვიერთდნენ.
ცხადია, დიპლომატიური ესკალაციაა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი რამის მოთმენა!...
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება: ამავე დროს, ეს არის ესკალაციაა. კრემლმა უკვე პირობა დადო, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს.
პოლ რაიანი: იცით, ესკალაცია - ვფიქრობ, საკითხავია, ვინ ...
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება: დიპლომატიური ესკალაცია.
პოლ რაიანი: ცხადია, დიპლომატიური ესკალაციაა, მაგრამ არ შეიძლება ასეთი რამის მოთმენა! ხალხის მოწამვლა და დახოცვა განსაკუთრებით ამ ტიპის ნერვული აგენტით, ხალხის მოწამვლა და დახოცვა სხვა ქვეყნების მიწაზე არის ისეთი რაღაცა, რასაც ცივილიზებული ქვეყნები არ აკეთებენ, არ უნდა აკეთებდნენ და ამიტომ არ შეიძლება ასეთი რამის მოთმენა.