11 სექტემბერს რადიო თავისუფლების სტუმარი იყო საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა. მან ილაპარაკა საქართველოში ზრდასრულთა განათლების მდგომარეობის, ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და უწყვეტი განათლების კონცეფციის პოპულარიზების მნიშვნელობაზე.