თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, კრაკოვში ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში მონაწილეობის შემდეგ, ესტუმრა პრაღას და რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ. მასში გიორგი ალიბეგაშვილი ჰყვება იმაზე, გაიხსნება თუ არა „9 აპრილის" მუზეუმი; რას ფიქრობს ის თბილისის ეკოლოგიურ პრობლემებზე; იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ისინი ქალაქის ტრანსპორტის განვითარებით და საქართველოს დედაქალაქთან დაკავშირებულ სხვა თემებზე.