ევროპარლამენტარი: „ევროპარლამენტში არავის სჯერა უკრაინაში მიმდინარე ომის და ანექსიის სამხედრო გზით გადაჭრის“

Your browser doesn’t support HTML5

რებეკა ჰარმსი გერმანელი პოლიტიკოსია. ის, თითქმის 15 წელია, ევროპარლამენტის წევრია და თითქმის ერთი წელია, არის „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე. 12-13 თებერვალს თბილისში ჩატარდა „ევრონესტის“ კომიტეტების სხდომები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პარლამენტარები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან და ევროპარლამენტიდან. რებეკა ჰარმსმა თბილისში გამართა არაერთი შეხვედრა. 14 თებერვალს მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში - „ევროპა და ახალი მსოფლიო “უწესრიგობა“: ევროკავშირის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ“. 15 თებერვალს ის აპირებს ციხეში მოინახულოს თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი, მანამდე კი რებეკა ჰარმსმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას. საუბარი შეეხო ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ, უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და აფგან მუხთარლის საქმეებს.