სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი

სოსო ბარათაშვილი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტმა მიწვეულ ექსპერტებთან ერთად მოამზადა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას 2 თებერვალს სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” წარუდგინა. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ამ დოკუმენტის საწინააღმდეგოდ არგუმენტების მოყვანა მისი დემოკრატიული შინაარსის გამო. ცვლილებები ეხება სასამართლო სხდომებზე აუდიო-ვიდეო ჩანაწერების დაშვების, ბრალდებისა და დაცვის მხარისათვის თანაბარი უფლებების მინიჭების, ზოგადად, ადვოკატთა უფლებების დაცვის და სხვა საკითხებს. ამ კანონპროექტის თაობაზე რადიო თავისუფლება მის ერთ-ერთ ავტორს, ადვოკატ სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.

Your browser doesn’t support HTML5

ინტერვიუ სოსო ბარათაშვილთან