17 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზვიად შვანგირაძე, "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა სიღარიბის მიზეზებზე საქართველოში. 17 ოქტომბერს გაერო აღნიშნავს "სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს". საქართველოში მოსახლეობის 10,1% ოფიციალურად არის რეგისტრირებული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად და იღებს სხვადასხვა სახის შემწეობას სახელმწიფოსგან. NDI-ს 2016 წლის ზაფხულის გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს, 29% კი - სიღარიბეს.
Your browser doesn’t support HTML5