8 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა "დევნილთა უფლებებისთვის". მან ილაპარაკა აგვისტოს ომის განმაპირობებელ ფაქტორებსა და მის შედეგებზე.
გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გორში - გოგა აფციაური და მან ილაპარაკა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე დევნილების ყოფაზე, მათ პრობლემებზე. ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახლა, საპარლამენტო არჩევნების წინ პრორუსული ძალები ადრინდელზე ღიად და მრავალფეროვნად არიან წარმოდგენილი პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა, მათ მიმართ სუსტი მხარდაჭერა იძლევა იმედს, რომ საქართველოს განვითარება შეუქცევადი პროცესია.
Your browser doesn’t support HTML5