4 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვიტალი გიორგაძე, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ხარაგაულის რაიონში, ზვარეში მომხდარ ინციდენტებზე და ამ დაპირისპირების წინაპირობებზე.
ვიტალი გიორგაძე თვლის, რომ დასაქმებული ადამიანების უფლებების განსაზღვრისა და ცოდნის გარდა, საჭიროა ბერკეტები, რომლითაც მათ სახელმწიფო დაიცავს. ვიტალი გიორგაძემ ხაზი გაუსვა სრულფასოვანი შრომითი ინსპექციის ჩამოყალიბების საჭიროებას. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ზვარეში შექმნილი ვითარება უკვე სცილდება კომპანიის შიდა ურთიერთობებს და სხვა საფრთხეებს ქმნის. "დილის საუბრების" სტუმარმა ზვარეში დასაქმებულთა პრობლემების გარდა ილაპარაკა მთლიანად რკინიგზის სისტემაში დასაქმებულთა მდგომარეობაზე.
Your browser doesn’t support HTML5