თეონა ტურაშვილი: "ახლა შესაძლებელია ვებგვერდიდან გადმოიწეროთ ნებისმიერი მონაცემთა ბაზა"

13 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თეონა ტურაშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საჯარო ინფორმაციის ღია მონაცემთა ახალ პლატფორმაზე - DataLab.ge, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სხვადასხვა საკითხზე მონაცემები იოლად მოიძიოს და ნახოს ის სხვადასხვა ვიზუალური ფორმით. ახალი პლატფორმის შემქმნელებს სურთ არა მხოლოდ ღია მონაცემების გამოყენების წახალისება, არამედ ჰქონდეს მას საგანმანათლებლო ფუნქციაც და მონაცემების მომხმარებელმა მეტი გაიგოს ღია მონაცემებზე მუშაობაზე და მათ შეძლონ მოპოვებული საჯარო ინფორმაციის გაზიარება პლატფორმაზე. მონაცემები ვებ-პლატფორმაზე განთვსებულია საჯარო დაწესებულებების, საკითხების, წლების, ფორმატის და ა.შ. მიხედვით.

Your browser doesn’t support HTML5

თეონა ტურაშვილი "დილის საუბრებში"