23 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ირმა პავლიაშვილი, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პროექტის კოორდინატორი და თათია ქინქლაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) იურისტი. მათ ილაპარაკეს საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, რომელიც 22 მაისს გაიმართა 45 საარჩევნო უბანში.
გადაცემის დიდი ნაწილი დაეთმო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 53-ე უბანში, კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. "დილის საუბრების" სტუმრები მნიშვნელოვნად თვლიან კორცხელის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარის დროულად და ადეკვატურად გამოძიებას. საია მოუწოდებს მთავარ პროკურორს პირადად გააკონტროლოს 53-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება.
Your browser doesn’t support HTML5