სულხან სალაძე: "პრემიერის განცხადება, რომ კითხვები აქვს, არაფერს ცვლის"

2 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე. მან ილაპარაკა ახალ კამპანიაზე "მინდა ვენდო სასამართლოს", რომელიც წამოიწყო კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. სულხან სალაძე კრიტიკულად მნიშვნელოვნად თვლის საზოგადოების რწმენას სასამართლოს დამოუკიდებლობაში. ის თვლის, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ სასამართლოს სისტემაში პრობლემების წარმოსაჩენად, შედეგი გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი თავიანთ ანგარიშებსა და განცხადებებში ინსტიტუციურ გამოწვევებს შორის ხაზს უსვამენ გამოწვევებს სასამართლოს სფეროში. საკუთარი გამოცდილებიდან სულხან სალაძე იხსენებს "პანორამა თბილისსა" და "საყდრისი-ყაჩაღიანთან" დაკავშირებულ საქმეებს, როცა, მისი ღრმა რწმენით, საქმის მიმდინარეობა და მთელი პროცესი მხოლოდ სასამართლოს ფარგლებში არ იმართებოდა, არამედ სასამართლო განხილვის დაწყებამდე და სადღაც სხვაგანაც. რაც შეეხება ახლანდელ კამპანიას, მისი მიზანია ყურადღების გამახვილება უმთავრეს პრობლემებზე, რაც დღეს ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალებასა და მიუკერძოებლობას. სულხან სალაძე განმარტავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მასშტაბს სასამართლო რეფორმის საკითხში.

Your browser doesn’t support HTML5

სულხან სალაძე "დილის საუბრებში"