26 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო სოსო ბარათაშვილი, ადვოკატი. მან ილაპარაკა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე. ის დააკავეს 24 მაისს და ამის საფუძველი იყო თურქეთის ხელისუფლების მიერ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის მოთხოვნა. თურქეთის ხელისუფლება მას ბრალად სდებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. 25 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სოსო ბარათაშვილმა ილაპარაკა მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების საფუძველსა და შემდგომი პროცესის სპეციფიკაზე:
Your browser doesn’t support HTML5