სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ვერძეული

8 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი. მან განმარტა არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებზე. ოთხშაბათს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეებს მოუწოდებენ: "სასამართლო სისტემის შესახებ განსხვავებული მოსაზრებების გამო, არ დაუშვან საბჭოს ცალკეული წევრების და მთლიანად საბჭოს ფუნქციონირების პარალიზება; არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტის ინსტიტუტის იმგვარი გამოყენება, რამაც შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას საბჭოს წევრთა ფუნქციების თავისუფლად შესრულებას და საბჭოში კრიტიკული აზრის გამოხატვას; გაასაჯაროვდე საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილების თაობაზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მათი დასაბუთება; პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცეთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს".

Your browser doesn’t support HTML5

სოფო ვერძეული "დილის საუბრებში"