12 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის შესახებ. სოფო ვერძეულმა განმარტა იმ ინიციატივების არსი, რომლებიც მოამზადა "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" და რომლებმაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრისგან. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები ეხება საქმეთა განაწილების, მოსამართლეთა დანიშვნისა და სასამართლოების თავმჯდომარეთა დანიშვნის წესებს. სოფო ვერძეულმა ხუთშაბათის გადაცემაში ილაპარაკა აგრეთვე კამპანია "ეს შენ გეხებას" პროკურატურისადმი მიმართვაზე, რომელშიც აღნიშნულია: "მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიებების პროცესის და მიღწეული შედეგის შესახებ".