სტუმრად ჩვენს ეთერში: სოფო ვერძეული

Your browser doesn’t support HTML5

14 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სოფო ვერძეული, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) იურისტი. მან ილაპარაკა მარლთმსაჯულების რეფორმის წინასაარჩევნო სტატუსზე, შეჩერებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეფორმის გაგრძელების პერსპექტივაზე. სოფო ვერძეულმა აღწერა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის ხარვეზები. 14 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტარდება კენჭისყრა მოსამართლეთა რამდენიმე ათეული ვაკანსიის შესავსებად. სოფო ვერძეულის თქმით, ლაპარაკია არა ცალკეულ კანდიდატზე, არამედ ხარვეზიანი პროცესის შედეგი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა აგრეთვე უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცედურის დახვეწაზეც.

Your browser doesn’t support HTML5

სოფო ვერძეული "დილის საუბრებში"