"ქალთა ოთახები" ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის

12 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ფატი ტვილდიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში და თამარ ლეთოდიანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, "ქალთა ოთახის" რეგიონული მენეჯერი. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო თეა შარაშიძე, ქედის "ქალთა ოთახის" მენეჯერი, ქედის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში. მათ ილაპარაკეს რეგიონებში ქალებისთვის ინფორმაციაზე, სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის გაზრდაზე. ახალი მუნიციპალური სერვისი "ქალთა ოთახი" რამდენიმე წლის წინ დაინერგა და დღეს მისი მონაწილეები შედეგებზე ლაპარაკობენ. ფატი ტვილდიანისა და თამარ ლეთოდიანის თქმით, "ქალთა ოთახები" იქცა ერთგვარ მიზიდულობის წერტილებად ქალებისთვის და არა მხოლოდ ქალებისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

ფატი ტვილდიანი და თამარ ლეთოდიანი "ქალთა ოთახზე"