30 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი. მან ილაპარაკა "საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსსა" და საქართველოს შეფასებებზე. 2017 წლის ინდექსში საქართველოს "აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის" ქვეყნების ჯგუფში მე-14 ადგილზეა, მსოფლიო რეიტინგში კი - 88-ზე. სულ შეფასებულია მდგომარეობა 127 ქვეყანაში. "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო" პარტნიორია "საკუთრების უფლების ალიანსისა", რომელიც საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსს აქვეყნებს. პაატა შეშელიძე რიგ შეფასებაში, მაგალითად - ინტელექტუალური საკუთრების დაცულობის შეფასებაში, არ ეთანხმება ანგარიშის ავტორების მიდგომას. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა ფაქტორებზე, რომლებისგანაც დგინდება საკუთრების უფლების ინდექსი. პაატა შეშელიძე შეეხო აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების მუხლში შეტანილ ცვლილებებს.
Your browser doesn’t support HTML5