8 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ნინო რობაქიძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი და ნოდარ ტანგიაშვილი, "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) მრჩეველი საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში. მათი ილაპარაკეს სამოქალაქო მოძრაობაზე "ძალაევროპაშია", რომლის პრეზენტაცია 5 მაისს გამართეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა. გადაცემის დასაწყისში სტუმრები გამოეხმაურნენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და აღნიშნეს, რომ არათუ საქართველოს, ძველი დემოკრატიის ქვეყნებსაც კი აქვთ სერიოზული გამოწვევები პოპულიზმის ტალღასთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის თვალსაზრისით. რაც შეეხება საქართველოს, "დილის საუბრების" სტუმრების თანახმად, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა აქტიურობა იმისათვის, რომ საზოგადოება დაუპირისპირდეს დისკურსს, რომელიც ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ არის მიმართული და რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ნინო რობაქიძემ დააზუსტა, რომ სამოქალაქო მოძრაობა გულისხმობს კარდაკარ სიარულსაც და ადამიანებამდე სწორი ინფორმაციის ამ გზით მიტანას. ნოდარ ტანგიაშვილმა ილაპარაკა გავრცელებულ ანტიდასავლურ მითებზე და მათი გავრცელების მიზნებზე.
Your browser doesn’t support HTML5