სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ციხისთავი და ზაალ ანჯაფარიძე

28 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ნინო ციხისთავი, "კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის" (ICCN) გამგეობის თავმჯდომარე და ზაალ ანჯაფარიძე, პროგრამის "სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური გავლენების ახალი დაყოფა და ეკონომიკური კავშირების დივერსიფიკაცია" კოორდინატორი. მათ ილაპარაკეს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური გავლენების ახალი დაყოფის პირობებში არსებულ გამოწვევებზე. ვითარებაში, როცა ერთი ქვეყანა არის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სფეროში, მეორის არჩევანი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაა, მესამე კი არ ირჩევს არც ერთ ამ გზას, როგორ შეიძლება ორმხრივი ჰარმონიული ურთიერთობების შენარჩუნება და იმ რისკების პრევენცია, რომლებსაც რეგიონში ეკონომიკური გავლენების ახალი დაყოფა წარმოშობს? - ეს არის მთავარი საკითხი, რასაც ეძღვნება რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების მიერ წამოწყებული დისკუსია და მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია და არსებული კონფლიქტების გამწვავების თავიდან აცილებაა.

Your browser doesn’t support HTML5

ნინო ციხისთავი და ზაალ ანჯაფარიძე "დილის საუბრებში"