სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ ზაბახიძე

26 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ზაბახიძე, PMC კვლევითი ცენტრის გამოკვლევის თანაავტორი, სასექსის უნივერსიტეტის განვითარების კვლევების ინსტიტუტის გლობალიზაციის, ბიზნესისა და განვითარების ფაკულტეტის მაგისტრი. მან ილაპარაკა "აბრეშუმის გზის" ინიციატივის კონტექსტში საქართველოს პოტენციალსა და გამოწვევებზე. PMC კვლევითი ცენტრის გამოკვლევა - "საქართველო როგორც ტრანზიტული ჰაბი და მისი გაზრდილი პოტენციალი "აბრეშუმის გზის" ინიციატივის განხორციელების პროცესში" შეეხება "აბრეშუმის გზის" ("სარტყლისა და გზის ინიციატივის") პერსპექტივას, სავარაუდო პოტენციალსა და საქართველოს შესაძლებლობებს - გახდეს ამ მარშრუტის ეფექტიანი რგოლი. მარიამ ზაბახიძემ "დილის საუბრებში" განმარტა რა ვითარებაა დღეს ჩინეთსა და ევროპას შორის პროდუქციისა და სერვისების ტრანსპორტირების კუთხით, რა მარშრუტები მუშაობს და რა ალტერნატიული მარშრუტები შეიძლება განვითარდეს. მკვლევარმა ილაპარაკა საქართველოს მიერ გასაწევ სამუშაოზე იმისათვის, რომ "სარტყლისა და გზის ინიციატივის" (Belt end Road Initiative) განვითარების კვალობაზე მან მოახერხოს საჭირო კვანძად ქცევა და ევროკავშირსა და ჩინეთთან სავაჭრო რეჟიმების ეფექტიანად გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

მარიამ ზაბახიძე "დილის საუბრებში"