12 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ლინა ღვინიანიძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი და ქეთევან კალანდაძე, "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" წევრებთან ურთიერთობის მენეჯერი. მათ ილაპარაკეს სოციალური მუშაობის გამოწვევებზე და სოციალური მუშაკების შრომით პირობებზე. "დილის საუბრების" სტუმრები თვლიან, რომ საჭიროა სახელმწიფომ აღიაროს სოციალური მუშაობის პრიორიტეტულობა და იზრუნოს დარგის განვითარებაზე, სოციალური მუშაობის ეფექტიანობის ზრდაზე: სოციალურ მუშაკთა შრომის პირობების გაუმჯობესებაზე, პროფესიონალთა მომზადებაზე, უკვე დასაქმებული სოციალური მუშაკების პროფესიულ ზრდაზე. ამ საკითხებზე ორი კვირის წინ გავრცელდა სოციალურ მუშაკთა პეტიცია, რომლშიც წაიკითხავთ: "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოგმართავთ თხოვნით, წარმოგვიდგინოთ სოციალური მუშაობის კომპონენტის განვითარების და გაძლიერების ხედვა, რომელიც საშუალებას მისცემს პრაქტიკოსებს, სოციალური მუშაობის მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, ხარისხიანად მოემსახურონ ყველა იმ ადამიანს, ვინც დახმარებას საჭიროებს".
Your browser doesn’t support HTML5