18 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" პირველ ნაწილში "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ - საქართველოს" ხელმძღვანელი - ლევან გერაძე გამოეხმაურა 1993 წელს აფხაზეთში დაღუპული 25 ადამიანის ნეშტის მოძიების, თბილისში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ფაქტს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 2010 წლიდან დღემდე 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტის მოძიება, რომელთაგან 126 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანი უთვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად. ლევან გერაძემ ხაზი გაუსვა წითელი ჯვრის მიერ წარმართულ პროცესში მხარეთა კეთილ ნებას - ითანამშრომლონ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაში. "დილის საუბრების" რესპონდენტმა ილაპარაკა სამშვიდობო პროცესის შენარჩუნებაში საზოგადოების როლზე, ურთიერთობის სხვადასხვა არხების მოფრთხილებასა და ხანგრძლივად შენარჩუნებაზე, მშვიდობის დასაზღვევად.
Your browser doesn’t support HTML5