5 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლაშა ტუღუში, გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი. მან ილაპარაკა კონსტიტუციური ცვლილებების პროცესზე. ლაშა ტუღუში თვლის, რომ ამ ეტაპზე, როცა მესამე მოსმენის შემდეგ პრეზიდენტი აგრძელებს კონსულტაციებს პოლიტიკოსებთან, მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება ვეტოს საკითხზე არ იყოს პოლიტიკურ თამაშში ჩაყოლის შედეგი, არამედ ის დაეფუძნოს ვითარების რეალურად შეფასებას. მისი აზრით, გრძელ ვადაში სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება მოიტანს შედეგს.
Your browser doesn’t support HTML5