3 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ქეთევან შუბაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი. მან ილაპარაკა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის" მოქმედების ეფექტიანობაზე. კანონი 2014 წლის 2 მაისს იყო მიღებული. მის თანახმად, "დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი". ქეთევან შუბაშვილმა განმარტა საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება, რაც კანონს უფრო ქმედითს გახდიდა და სახალხო დამცველს მისცემდა მეტ ბერკეტს დარღვევებზე ზედამხედველობისა და რეაგირებისთვის. უმნიშვნელოვანეს საკითხად ქეთევან შუბაშვილმა დაასახელა საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა. კანონის მიღების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა 350-ზე მეტი საქმე შეისწავლა და 30 შემთხვევაში დაადგინა დისკრიმინაციის ფაქტი, ან ჩათვალა, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციის ხელშეწყობას. სახალხო დამცველი დისკრიმინაციის ფაქტს შეისწავლის როგორც განცხადების ან საჩივრის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით.
Your browser doesn’t support HTML5