15 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის კონტექსტსა და გამოწვევებზე. კახა გოგოლაშვილმა ახსნა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მნიშვნელობა და შეაფასა ის, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი. რაც შეეხება შეჩერების მექანიზმისთვის საჭირო პირობებს, კახა გოგოლაშვილმა განმარტა როგორც ინდიკატიური პირობები, აგრეთვე სხვა სახის რისკები. არსებული ინფორმაციის (ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში და არსებული სტატისტიკა) ანალიზის საფუძველზე, "დილის საუბრების" სტუმარი დღეს ვერ ხედავს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს, თუმცა, ლაპარაკობს გამოწვევებზე, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ახლო და უფრო შორეულ პერსპექტივაში. კახა გოგოლაშვილი საკითხზე საუბრობს ევროკავშირის ინტერესების პრიზმაშიც.
Your browser doesn’t support HTML5