2 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირინა აბულაძე, "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის" მენეჯერი. მან ილაპარაკა პროექტის მიზანსა და პროგრესზე.
Your browser doesn’t support HTML5
ირინა აბულაძის თქმით, პროექტი ითვალისწინებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, რისთვისაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა" და საქართველოს განათლების სამინისტროს თანადაფინანსებით ახორციელებს მასწავლებლებისა და დირექტორების ტრენინგს. პროექტში მონაწილეობენ საჯარო სკოლების მეშვიდე-მეთორმეტე კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, დირექტორები და ფასილიტატორები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწყებს მასწავლებლებისთვის ზოგადპროფესიული უნარების კურსის მეორე ეტაპს, რომელშიც 9200 პედაგოგი მიიღებს მონაწილეობას. 434 დირექტორი და პროექტის ფარგლებში შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი გადიან ტრენინგებს, რომელთა თემებია: "გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება" და "სწავლების მენტორობა".