სტუმრად ჩვენს ეთერში: ირაკლი ყიფიანი

9 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ირაკლი ყიფიანი, ეკონომისტი. მან ილაპარკა დაგროვებითი საპენსიო სისტემის იდეასა და კანონპროექტზე, რომელიც მთავრობამ მოამზადა. ირაკლი ყიფიანი საპენსიო რეფორმის იდეას ქვეყნის ეკონომიკასთან კავშირში განიხილავს და თვლის, რომ უმჯობესი იქნებოდა ის 6%, რომლის აკუმულირებასაც ხელისუფლება დაგროვებითი პენსიის სქემით ვარაუდობს, გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკაში დაეტოვებინა. მისი შეფასებით, ეს შეუწყობდა ხელს ეკონომიკის ზრდას. ეკონომისტმა "დილის საუბრებში" ილაპარაკა სქემის სამართლიანობის, ეფექტიანობისა და ფისკალური მდგრადობის მხარეებზე. ირაკლი ყიფიანისთვის, ზოგადად, მიუღებელია თანხის დაგროვების სახელმწიფოსგან იძულების პრინციპი. "დილის საუბრების" სტუმარი გამოთვლის საფუძველზე ასკვნის, რომ შემოთავაზებული სქემით შეუძლებელია ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. ირაკლი ყიფიანის თქმით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა, ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, კერძო სექტორმა უნდა შეთავაზოს დასაქმებულებს და ადამიანები მასში ნებაყოფლობით ჩაერთვებოდნენ.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი ყიფიანი "დილის საუბრებში"