სტუმრად ჩვენს ეთერში: გოგა ხატიაშვილი

27 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გოგა ხატიაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) პროექტის ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარსა და კითხვებზე, რომლებზე პასუხებსაც ელოდება გამოძიებისგან. გოგა ხატიაშვილმა აგრეთვე მიმოიხილა უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო მომხდარი უბედური შემთხვევების გამოძიების ბოლო სამი წლის გამოძიების პრაქტიკა. საია-ს იურისტმა ილაპარაკა შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის წილზე. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო თეონა ჯულუხაძე, "ASB-საქართველოს" კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი. მან ილაპარაკა კატასტროფის რისკის შემცირების კომპონენტებზე და განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება კატასტროფების შემთხვევაში სწორი ქცევის შესახებ მოსახლეობის წინასწარი ინფორმირების კომპონენტზე.

Your browser doesn’t support HTML5

გოგა ხატიაშვილი "დილის საუბრებში"