6 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი. მან ილაპარაკა ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე - ევროკავშირის საბჭოს სახელით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებაზე თანხმობის შესახებ.
გიორგი გობრონიძემ შეაფასა საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალი მიმოსვლის მნიშვნელობა როგორც საგარეო, ისე საშინაო, მათ შორის - წინასაარჩევნო კონტექსტში. გიორგი გობრონიძემ აღნიშნა, რომ უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი წაადგება საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს. ამას გარდა "დილის საუბრების" სტუმარი ამბობს: "ევროპულ სივრცესთან დაახლოება ავტომატურად ნიშნავს დაშორებას იმ პოსტსაბჭოთა სივრციდან, სადაც დღეს ვიმყოფებით და ნიშნავს დაშორებას რუსული ორბიტიდან, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია - რომ რაც შეიძლება, უმტკივნეულოდ დავშორდეთ და რაც შეიძლება დროულად განვახორციელოთ ეს დისტანცირება".
Your browser doesn’t support HTML5