სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა

Your browser doesn’t support HTML5

18 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს - კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელშიც ლაპარაკია როგორც მიღწევებზე კორუფციის აღმოფხვრისა და პრევენციის კუთხით, აგრეთვე ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რომელთა გატარებასაც GRECO თვლის საჭიროდ ანტიკორუფციული სისტემის გაუმჯობესებისთვის. გია გვილავამ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს ანტიკორუფციული ორგანო არ განიხილავს კორუფციის ცალკეულ შემთხვევებს, არამედ ყურადღებას ამახვილებს სისტემურ საკითხებზე. 17 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში განხილულია პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს შორის კორუფციის პრევენციის საკითხები.

Your browser doesn’t support HTML5

გია გვილავა "დილის საუბრებში"