1 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების აღსრულების სფეროში სიახლეებსა და გამოწვევებზე. გელა კვაშილავა თვლის, რომ მნიშვნელოვანია ჯარიმების აღსრულების ახალი სისტემისა და ე.წ. "ჭკვიანი კამერების" ამოქმედების შემდეგ გამოირიცხოს ე.წ. "VIP მანქანები" და სისტემამ უზრუნველყოს კანონის წინაშე ყველას თანასწორობა. გელა კვაშილავას თქმით, მნიშვნელოვანი იქნება კამერების და სისტემის ხარისხიანობა. "დილის საუბრების" სტუმარი მოელის, რომ საგზაო უსაფრთხოების სფეროში ვითარების გაუმჯობესებისადმი კომპლექსური მიდგომა შედეგს მოიტანს, მათ შორის - მძღოლების ქცევის შეცვლის თვალსაზრისით.
Your browser doesn’t support HTML5