სტუმრად ჩვენს ეთერში: ელენე ნიჟარაძე

7 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ელენე ნიჟარაძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" პროექტის კოორდინატორი. მან ილაპარაკა საარჩევნო დარღვევებზე საქმეთა წარმოების პრაქტიკაზე. ელენე ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს არ განიხილოს საჩივარი და თავი აარიდოს შედეგების გადასინჯვას თუ კონკრეტული კომისიის წევრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, ორი სახის დარღვევები გამოვლინდა - პროცედურული და ოქმების შედგენასთან დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზოგიერთი დარღვევა, მოსარჩელის ვარაუდით, ზეგავლენას ახდენს კონკრეტული კანდიდატის, ან პარტიის შედეგზე. ელენე ნიჟარაძე შენიშნავს, რომ საოლქო კომისიების მიერ ადეკვატური რეაგირების შემთხვევაში, გასწორდებოდა არაერთი დარღვევა, რიგ შემთხვევაში - დადგებოდა რეალური შედეგი და დაიზოგებოდა დარღვევაზე შემდგომი საქმის წარმოების რესურსი (მხარეების, სასამართლოსი, პროკურატურის და ა.შ.). პროკურატურა არჩევნების დღესთან დაკავშირებულ 40-ზე მეტ დარღვევას იძიებს.

Your browser doesn’t support HTML5

ელენე ნიჟარაძე "დილის საუბრებში"