23 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ეკატერინე ბენდელიანი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კახა მდივანი, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი. მათ ილაპარაკეს "დედამიწის საათის" აღნიშვნასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებზე. სტუმრებმა განმარტეს, რომ "დედამიწის საათის" აღნიშვნა და ერთი საათით შუქის ჩაქრობა ემსახურება კლიმატის ცვლილების პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას და იმის გააზრებას, რომ კლიმატის ცვლილება არის რეალური პრობლემა, რომლის შენელებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია თითოეული ადამიანის ქმედებას. ეკატერინე ბენდელიანმა და კახა მდივანმა ილაპარაკეს აგრეთვე იმაზე, თუ რას ნიშნავს საქართველოს მონაწილეობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებში.
Your browser doesn’t support HTML5